
ლევან მაჭავარიანი და თორნიკე ბერეკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ
იმედი|imedinews.ge
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ბერეკაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები.
ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge