მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ჩემთვის გასაოცარია, რომ რეგიონებში გასვლა მოინდომეს. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ხალხთან ლაპარაკი საჭიროა, რაც დაგვიანებული მგონია, რადგან ხალხის ნდობა, რაც მათ ჰქონდათ, გაანიავეს
ეკა სეფაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ჩემთვის გასაოცარია, რომ რეგიონებში გასვლა მოინდომეს. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ხალხთან ლაპარაკი საჭიროა, რაც დაგვიანებული მგონია, რადგან ხალხის ნდობა, რაც მათ ჰქონდათ, გაანიავეს

იმედი|imedinews.ge

ჩემთვის გასაოცარია, რომ რეგიონებში გასვლა მოინდომეს. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ხალხთან ლაპარაკი საჭიროა, რაც დაგვიანებული მგონია, რადგან ხალხის ნდობა, რაც მათ ჰქონდათ, გაანიავეს, - განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში".

მისივე თქმით, გაერთიანებაში შესულ რადიკალებს ერთადერთი, რაც აერთიანებთ გარედან მიღებული საერთო დავალებაა.

„თვითონ ეს გაერთიანება ძალიან არაბუნებრივია იმიტომ, რომ როგორც წესი, გაერთიანება მიმდინარეობს რაიმე ღირებულების, იდეის საერთო მიზნის გარშემო. ამათ არ აქვთ ასეთი ღირებულებითი ერთობა. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ ეს არის გარედან მიღებული საერთო დავალება. სწორედ ამიტომ არაერთხელ ჩაიშალა მათი მცდელობა. ახლა ცოტა არ იყოს, ჩემთვის გასაოცარია, რომ მათ მოინდომეს რეგიონებში გასვლა, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ხალხთან ლაპარაკი საჭიროა. მე დაგვიანებული მგონია იმიტომ, რომ ხალხის ნდობა მათ რაც აქამდე ჰქონდათ არჩევნებში გამოხატული, დროთა განმავლობაში გაანიავეს, ამომრჩევლის ნდობა აღარ აქვთ. ვერც ეს სტრატეგია გამოიღებს შედეგს", - განაცხადა სეფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც უცხოეთში ცდილობენ საკუთარი თავი „ქართული ოცნების" ალტერნატივად წარმოადგინონ.

„ამ აქტივობასაც არავითარი შანსი არ აქვს. ისინი არ არიან „ქართული ოცნების" ალტერნატივა. „ქართული ოცნების" ალტერნატივა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იყოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც თანხვედრაშია ქართველი ხალხის ინტერესებთან. ეს მათი გარეთ გასვლა ამ მიზნით ძალიან არაპროდუქტიული იქნება. ისინი ერთადერთი, რასაც ცდილობენ არის ის, რომ შეულახონ ქვეყანას რეპუტაცია, დააზიანონ იმიჯი", - განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მცდელობა დააზიანონ ქვეყნის რეპუტაცია არ აისახება მხოლოდ პოლიტიკურ ვითარებაზე. ქვეყნის იმიჯი ზიანდება ასევე იმ ინვესტორებთან და ბიზნესმენებთან, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა

იმედი

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

იმედი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

იმედი

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს