მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება

იმედი|imedinews.ge

სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში ძალიან წარმატებული და შინაარსიანი იყო.

„მხარეებმა აღნიშნეს ჩვენი ურთიერთობების დადებითი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, როგორც წესი, უმაღლესი დონის ვიზიტები კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტ დინამიკას ემსახურება და ზუსტად ასეც მოხდა. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და სლოვაკეთის მხარემ დაადასტურა თავისი ინტერესი ეკონომიკური კუთხით, ინვესტიციების მხრივ. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება.

ასევე ითქვა, რომ სლოვაკებისთვის ძალიან საინტერესოა საქართველო, როგორც ტურისტული, გეოგრაფიული ერთეული და აპრილის ბოლომდე საქართველოში ჩამოვა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო

იმედი

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

იმედი

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა

იმედი