
ღია ეთერი - ენერგეტიკის სექტორის გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. როგორია ქვეყნის ენერგორესურსების ათვისების სამთავრობო სტრატეგია და გარემოსდაცვითი სტანდარტი - დებატები ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე. ეკონომიკური სარგებელი, ეკოლოგიური რისკები, გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები საქართველოში და ვის ინტერესებს ემსახურება პროტესტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების წინააღმდეგ.
„ღია ეთერში“ ერთმანეთის პირისპირ - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ენერგეტიკოსი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი, და მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი მერაბ ქართველიშვილი. დღეს 20:00 საათზე დებატები „იმედზე“.
იმედი
წყარო: imedinews.ge