დავით ქართველიშვილი: გაძლიერდა თუ არა ევროკავშირი ან ევროინტეგრაციის საკითხები მას შემდეგ, რაც მარტა კოსი ევროკომისიაში ამ საკითხებს ჩაუდგა სათავეში? - მგონი, რომ დასუსტდა. ვის ინტერესებში შედის ეს დასუსტება? - მოსკოვის

დავით ქართველიშვილი: გაძლიერდა თუ არა ევროკავშირი ან ევროინტეგრაციის საკითხები მას შემდეგ, რაც მარტა კოსი ევროკომისიაში ამ საკითხებს ჩაუდგა სათავეში? - მგონი, რომ დასუსტდა. ვის ინტერესებში შედის ეს დასუსტება? - მოსკოვის

იმედი|imedinews.ge

გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ისაუბრა აგენტურულ მასალებზე, რომელიც რუსეთმა შესაძლოა, ყოფილი იუგოსლავიის უშიშროების საარქივო მასალებიდანაც გაიტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოკუმენტების გამო, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი შანტაჟის ქვეშ იყოს.

„შანტაჟი ერთია, მაგრამ მოდით, მარტა კოსი განვიხილოთ შედეგებიდან გამომდინარე. მარტა კოსმა თავის პოზიციაზე შეცვალა უნგრელი დიპლომატი ოლივერ ვარჰეი, რომელიც, მართალია, იყო არაობიექტური, მათ შორის საქართველოს მიმართ, მაგრამ ჩვენთან მიმართებით დიპლომატიურ ენას იყენებდა და აქ არაერთხელ იყო ჩამოსული, რათა მართლა გასცნობოდა ჩვენ მიერ მიმდინარე სამუშაოს ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. მარტა კოსს ეს არ აინტერესებს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მან სლოვენიელი ავტორის, იგორ ომერზას წიგნზე ისაუბრა, სადაც მარტა კოსის აგენტურულ საქმიანობაზეა საუბარი.

„დავუბრუნდეთ იგორ ომერზას ვარაუდს, რომ იგი დღესაც წარმოადგენს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მძევალს. ზოგადად, გაძლიერდა თუ არა ევროკავშირი ან ევროინტეგრაციის საკითხები მას შემდეგ, რაც მარტა კოსი სათავეში ჩაუდგა ევროკომისიაში ამ საკითხებს? - მე მგონი, რომ დასუსტდა. ვის ინტერესებში შედის ეს დასუსტება? - მე მგონი, მოსკოვის“, - უპასუხა თავისსავე დასმულ კითხვას ქართველიშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია