
ეკლესიის მტრების მხილება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
იმედი|imedinews.ge
უწმინდესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ფარისეველმა ჩამოიხსნა დროებით მორგებული მწუხარების ნიღაბი. სურთ, შოუდ აქციონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი. განიხილავენ არარსებულ წერილობით ანდერძს, სპეკულაციებისთვის გამოიყენეს უწმინდესის გადაწყვეტილება - მოსაყდრის ფაქტორი, პატრიარქის მიერ ამბიონიდან ნათქვამი.
ფარისევლობის ყველაზე კარგი მაგალითია პეტრე ცაავა და არა მხოლოდ ის. იგი დღეს ყველაზე უკეთ გამოხატავს ქვეყნის გარედან მართულ იმ ჯგუფებს, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული ეკლესიის რეპუტაციული ზიანია - ეკლესია, რომელიც ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს და დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
ვრცლად ანუკი გუმბერიძის სპეციალურ რეპორტაჟში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge