
თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას, მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევით.
ამას ისინი ხშირად მიზანმიმართულადაც აკეთებენ, რათა შემდეგ ციხეში აღმოჩნდნენ - ერთადერთი მიზნით, რომ გარე პატრონებმა მაღალი ტრიბუნებიდან ხშირად ახსენონ და შექმნან ილუზია, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის. ქვეყანას პოლიტპატიმრები არა, მაგრამ ჰყავს თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსები. თუ რა არის მათი რეალური მისია, საბა ხვიჩია მოგიყვებათ.
იმედი
წყარო: imedinews.ge