სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

იმედი|imedinews.ge

როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში.

„როდესაც ვამბობ, რომ მისი დანაშაულების შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოწონებული იყო მისი ქმედებები, არამედ ხშირ შემთხვევაში დაგეგმილი იყო როგორც ჩანს, გარედან, რადგან ასეთი ტიპის ხელისუფლება სჭირდებოდათ საქართველოში და ეს არის იგივე დღეს უკრაინაში.

ადეიშვილი იმ ტიპის ადამიანია, რომელიც მათ სჭირდებათ, რადგან ასეთ ადამიანებზე აფუძნებენ ისეთ რეჟიმებს, როგორიც იყო სააკაშვილი რეჟიმი, ან როგორიცაა ზელენსკის რეჟიმი დღეს უკრაინაში.

ის იყო სისტემის შემქმნელი, სისტემის, სადაც სასამართლო და პროკურატურა იყო აბსოლუტურად ერთი სივრცე, ვერც ერთი მოსამართლე ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ზურაბ ადეიშვილის გარეშე და ეს იყო წლები, როდესაც გამამართლებელი საქმეების რაოდენობა, წლის განმავლობაში განხილული დაახლოებით 18-20 ათასი საქმიდან, ერთ ათეულს არ აღემატებოდა. იყო წლები, როდესაც ერთი, ორი, სამი გამამართლებელი განაჩენი იყო, ან მაქსიმუმ 10 გამამართლებელი განაჩენი დგებოდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია