მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით

იმედი|imedinews.ge

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა ქალაქსა და ბათუმის ბულვარში არსებული უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შემდეგ სივრცეების განვითარებისა და გაუმჯობესების გეგმებზე.

გიორგი ცინცაძის თქმით, პროცესის განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

„როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს პროცესის ერთიან ხედვას, ეფექტურ დაგეგმვასა და პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებას,“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბათუმი და მათ შორის ბათუმის ბულვარი უნდა განვითარდეს, როგორც თანამედროვე, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად დაბალანსებული სივრცე, სადაც იქნება როგორც რეკრეაციული, ასევე, კომერციული ადგილები.

„ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, თუმცა ტურისტულად აქტიურ ქალაქში საჭიროა კომერციული სივრცეებიც, როგორიც არის კაფე-ბარები და კლუბები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთი კონცეფციის ფარგლებში, კანონთან სრულ შესაბამისობაში და არ უნდა ამახინჯებდეს ქალაქის იერსახეს,“ - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

მისივე განმარტებით, სამომავლოდ იგეგმება გამჭვირვალე და კონკურენტული აუქციონების გამოცხადება და მეწარმეებს ექნებათ ალტერნატიული შესაძლებლობები.

„დაინტერესებულ პირებს, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი ნებართვები, განახორციელონ საქმიანობა განსაზღვრული სტანდარტების დაცვით და შექმნან თანამედროვე, ქალაქის იერსახასთან შესაბამისი ობიექტები. ახალი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად, აუქციონის ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების გზით მეწარმეები შეძლებენ მიიღონ ალტერნატიული სივრცეები ან გააგრძელონ საქმიანობა იმავე ლოკაციაზე, უკვე დადგენილი წესების დაცვით“, - განაცხადა ბათუმის მერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: თუ  იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს და ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ემსახურება როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებას

დავით ქართველიშვილი: იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე  მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - მოსკოვის ინტერესებში

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა

იმედი