რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს არნახული პოლიტიკური კურიოზია - 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე

იმედი|imedinews.ge

ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც 26 მაისს „ნაცები“ რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ საკუთარი ამორალურობის ჩვენება გამოსდის კარგად.

„მათ მხოლოდ საკუთარი ამორალურობის ჩვენება, საკუთარი გაარაფრება და თავის კიდევ უფრო სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩაგდება გამოსდით კარგად, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. რაც უფრო მეტს ცდილობენ, რომ იაქტიურონ, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია