მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანათავმჯდომარეობით საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანათავმჯდომარეობით საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანათავმჯდომარეობით საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანათავმჯდომარეობით, 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის შეთანხმების (UNSDCF) ფარგლებში შედეგების მეოთხე ჯგუფის (Result Group 4) საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა შეთანხმების მეოთხე მიმართულების მიღწევის ძირითადი მიმართულებები და მექანიზმები, რაც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, 2030 წლისთვის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების, გაზრდილი ჩართულობის, ნდობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს 2026-2027 წლების სამუშაო გეგმის (Joint Work Plan 2026-2027) პროექტი, რომელიც მეოთხე შედეგის ფარგლებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მიმართებით გაეროს სააგენტოების მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და ინიციატივებს ითვალისწინებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან ხაზი გაესვა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.

შეხვედრის მონაწილეები მეოთხე შედეგის ჯგუფის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ინფორმაციის სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

იმედი

ტრამპი ისრაელზე: ჩვენ უფროსი და უმცროსი ძმებივით ვართ

ტრამპი ისრაელზე: ჩვენ უფროსი და უმცროსი ძმებივით ვართ

იმედი

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა

იმედი

ნდობის ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობას შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ნდობის ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობას შესახებ ინფორმაცია მოისმინა

იმედი