ლევან მახაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ურთიერთობების აშენება დავიწყეთ ნულიდან, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამ პერიოდიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ურთიერთობების მშენებლობას

ლევან მახაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ურთიერთობების აშენება დავიწყეთ ნულიდან, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამ პერიოდიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ურთიერთობების მშენებლობას

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ურთიერთობების აშენება დავიწყეთ ნულიდან, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამ პერიოდიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ურთიერთობების მშენებლობას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „თქვენ განაცხადეთ, რომ ამერიკული მხარე, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც გეგმავს ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რის შემდეგაც გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები. ამაზე მეტი თუ შეიძლება გვითხრათ, რა ვიზიტებზეა საუბარი და რა ტიპის შეხვედრებზე?“.

ლევან მახაშვილის თქმით, იმისთვის, რომ გავიაზროთ რა პროცესთან გვაქვს საქმე, მარტივად უნდა შევხედოთ საიდან მოვდივართ.

„იმისთვის, რომ გავიაზროთ რა პროცესთან გვაქვს საქმე და არ გვიკვირდეს, რომ აპრილში იქნება, მაისში თუ სხვა დროს იქნება, მარტივად უნდა შევხედოთ საიდან მოვდივართ. ჩვენ ურთიერთობების აშენება დავიწყეთ ნულიდან, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამ პერიოდიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ურთიერთობების მშენებლობას. მოსახლეობამ ბევრჯერ ნახა, ხან იყო ეს უმაღლესი ლიდერების დონეზე შეხვედრები, ასევე პარლამენტარების ძალიან წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში, სუს-ის ხელმძღვანელის ვიზიტი ვაშინგტონში, ბოლოს ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნისა და პრემიერის ზარი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ეს სამუშაო პროცესი გრძელდება. ძალიან წარმატებით, ნაყოფიერია ეს პროცესი. მომავალშიც შეიძლება ზარის ფორმა ჰქონდეს, შესაძლოა ვიზიტის ფორმა ჰქონდეს, შეიძლება შეხვედრის ფორმა ჰქონდეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ არის ის, რომ ეს დინამიკა პოზიტიურია და ეს დინამიკა ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იმედი გვქონდეს შემდგომი ნაბიჯებიც იქნება ძალიან ნაყოფიერი. ამიტომ, რა ფორმით იქნება, როგორი ფორმით იქნება, ერთ კონკრეტულ თარიღში ჩამოვა თუ მეორე კონკრეტულ თარიღში იქნება ვიზიტი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა, რაც საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ურთიერთობების გადატვირთვაში არის პოზიტიური დინამიკა, სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენ და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ვიზიტი იქნება თუ სხვა ვიზიტი, შეხვედრა, ზარი, საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვცემს ურთიერთობების არსებითად გადატვირთვის შესაძლებლობას. ისიც ავუხსენით საზოგადოებას, რომ ჩვენ უფრო მალე გვქონდა ამ პროცესის დასრულების სურვილი, თუმცა ასეთია ვითარება და ჩვენ იმედი გვაქვს აშშ უახლოეს მომავალში გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს.

ჩვენი მხრიდან გაცხადებულია სრული მზაობა, უამრავი შესაძლებლობა არსებობს ეკონომიკური თუ სხვა ამ რეგიონში, მათ შორის შუა დერეფნიდან გამომდინარე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით მსხვილი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში, ოღონდ ყველაფერი გადასაწყვეტია ამ შემთხვევაში ამერიკის მხარეს. ამერიკელები თუ გადაწყვეტენ ამ ურთიერთობის არსებითად გადატვირთვას, ჩვენ მზად ვართ ამ პროცესისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია