
კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ, სად და როგორ იქნება, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელია „მოღალატეები“
„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.
მისი თქმით, ეს ალიანსი მოჩვენებითია და ამ პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვთ.
„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ეს ერთობაც მოჩვენებითია. ჯერ ერთი, ყველა განულებული და გაუბედურებულია, არც ერთს არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ყველამ იცის - ისინი არიან მოღალატეები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართველ ხალს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინტერესებს ემსახურებიან, არამედ გარედან წამოსულ მითითებებსა და დავალებებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და არსებობს კონკრეტული მაგალითებიც ჩადენილი ამ ტიპის მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ მაინტერესებს, ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge