მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: „შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა
დავით ქართველიშვილი: „შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა

დავით ქართველიშვილი: „შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ჰორმუზის სრუტის გარშემო გაზრდილი რისკის ფონზე, ძლიერდება მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება ზრდის საქართველოს ფასს:

„მაშინ, როცა გლობალური მარშრუტები ირღვევა, იმარჯვებენ არა ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს თავის როლზე გეოეკონომიკურ „რადარებზე“, არამედ ისინი, ვისი გავლითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ გადაიტანო ტვირთი, ფინანსები და ენერგია“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ შექმნილ სიტუაციაში მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელი შემადგენლობა ეფექტურად მოქმედებს.

„უამრავი უცნაურობების მიუხედავად, კი ბატონო, ჩავთვალოთ რომ ბოლო 24 საათში მსოფლიო კიდევ ერთხელ მიუახლოვდა სახიფათო ზღვარს და, როგორც ეს უკვე არაერთხელ ყოფილა, დაძაბულობის ეპიცენტრი კვლავ ჰორმუზის სრუტისა და ირანის ირგვლივ ჩამოყალიბდა. თუნდაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ უკანასკნელი განცხადებების (ომის დასრულების ირანული სცენარი) ნაწილი, სულ რომ ინფორმაციული თამაშის ელემენტი აღმოჩნდეს, ჯერჯერობით მთავარი ტრენდი აშკარაა: მსხვილი მოთამაშეები (აშშ, ირანი, პაკისტანი და თურქეთი) დეესკალაციის კონტურებს სინჯავენ, რაც ძალიან კარგია.

მაგრამ აქ მთავარი არა განცხადებების შინაარსია, არამედ თავად ფაქტი - რეგიონი შედის იმდენად მაღალი და სახიფათო ტურბულენტობის ფაზაში, სადაც ნებისმიერი ძვრები მყისიერად აისახება გლობალურ ლოჯისტიკასა და ენერგეტიკაზე. ასეთ მომენტებში მკვეთრად იზრდება იმ ტერიტორიების მნიშვნელობა, რომლებიც თავად არ იბრძვიან, მაგრამ რომელთა გავლით იწყება ნაკადების გადანაწილება და გადაადგილება. აქ კი, ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს თუ წააწყდებით, რომელიც აღმოჩნდა კლასიკურ მდგომარეობაში, ვითარცა „კრიზისის ჩუმი ბენეფიციარი“: რაც უფრო იზრდება რისკები ჰორმუზსა და ირანის ირგვლივ, მით უფრო ძლიერდება მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე.

„შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა. ამ ფონზე, ინფორმაციული გარემო, რა თქმა უნდა, თავადაც ცალკე ფრონტად ყალიბდება. განცხადებები, რომლებიც ვრცელდება თუნდაც დონალდ ტრამპის მიერ, ნათლად აჩვენებს, რამდენად არის წაშლილი ზღვარი ოფიციალურ დიპლომატიასა და ინფორმაციული ნაღმების შემოგდებებს შორის. თუმცა საქართველოსთვის აქ მთავარი არა „შემოგდების“ წყაროა, არამედ ამით გამოწვეული ეფექტი: ინვესტიციები, ტრანზიტი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სულ უფრო მეტად მიიღება ინფორმაციული ხმაურის პირობებში. აქ ქვეყნის მდგრადობა დამოკიდებულია არა იმდენად ინფრასტრუქტურაზე, არამედ ქვეყნის უნარზე, არ აღმოჩნდეს სხვისი დღის წესრიგის მძევალი.

საბოლოო ჯამში, საქმე გვაქვს პარადოქსთან, რომლის გამოყენებაც ოფიციალურმა თბილისმა ცივი გონებით უნდა ისწავლოს: რაც უფრო მძიმდება ვითარება მის გარშემო, მით უფრო იზრდება თავად საქართველოს ფასი და ეს არ არის ცინიზმი, ეს პოლიტიკაა. მაშინ, როცა გლობალური მარშრუტები ირღვევა, იმარჯვებენ არა ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს თავის როლზე გეოეკონომიკურ „რადარებზე“, არამედ ისინი, ვისი გავლითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ გადაიტანო ტვირთი, ფინანსები და ენერგია. დღეს საქართველო სწორედ ასეთი კვანძია, რომლის მნიშვნელობა იზრდება არა ხმამაღალი განცხადებების თუ „მეტიჩრობის“ წყალობით, არამედ მის ირგვლივ არსებული ქაოსის მიუხედავად. ხანდახან მართლა მაოცებს (კარგი გაგებით) მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელი შემადგენლობის ეფექტურობა. როგორც ჩანს, სწორედ ახლა შედგა ამქვეყნიური და ზეციური საერთო ინტერესების თანხვედრა და ღმერთის წყალობა არ დაინახო ამ ყველაფერში - მოღალატეობრივი სიბეცეა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ფიქრობს, რომ ჩინეთმა აიძულა ირანი მოლაპარაკებებს დათანხმებულიყო

ტრამპი ფიქრობს, რომ ჩინეთმა აიძულა ირანი მოლაპარაკებებს დათანხმებულიყო

იმედი

ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით

ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით

იმედი

ხულოს მერიაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

ხულოს მერიაში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

იმედი

კაია კალასი: აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება - უფსკრულიდან უკან გადადგმული ერთი ნაბიჯია

კაია კალასი: აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება - უფსკრულიდან უკან გადადგმული ერთი ნაბიჯია

იმედი