მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

პირველი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა წარადგინა, შესაბამის მუნიციპალიტეტებში, ისევე, როგორც ეს კანონის მოქმედი რედაქციით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განსაზღვრული, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციები წესდება.

კანონპროექტის თანახმად, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, იურიდიული პირის - 5000 ლარით.

ამასთან, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის − 2 500 ლარით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალების სახელისა და სარეგისტრაციო ნომერის აღნიშვნის გარეშე ან შეჩერებული რეგისტრაციით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის - 1000 ლარით. აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, იურიდიული პირი - 2000 ლარით.

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირი დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის - 1000 ლარით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, იურიდიული პირი - 2000 ლარით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

იმედი

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

იმედი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

იმედი

ირანული მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა

ირანული მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა

იმედი