მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ
ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს და დღემდე მოძველებული მონაცემები აქვს განთავსებული.

„სამწუხაროა, რომ გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა. უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეა ახვლედიანმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

თეა ახვლედიანმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

იმედი

Reuters: ესპანეთი ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობს და თეირანში საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს

Reuters: ესპანეთი ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გმობს და თეირანში საელჩოს მუშაობის განახლებას გეგმავს

იმედი

ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

იმედი

„კარგი ნიშნების“ ფინალის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

„კარგი ნიშნების“ ფინალის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

იმედი