მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის

იმედი|imedinews.ge

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანმა.

როგორც ირაკლი გიორგობიანმა აღნიშნა, უკეთესი ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მიღების კუთხით ქართული კომპანიების განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნისთვის.

„ეს სექტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეკონომიკური ღირებულების შექმნაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართული კომპანიების გაჯანსაღება და განვითარება კიდევ უფრო ხელშეწყობილი ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია