
გიორგი კახიანი: უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ამიტომ ბუნებრივია, ერთიორად არის გაზრდილი ჩვენი ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებაში
ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ზოგადა ევროპული ქვეყნებისთვის. ამიტომაც არის, რომ დღეს მთელი ევროპული საზოგადოების ყურადღება სწორედ აქეთკენ არის მიპყრობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე ამიტომ ბუნებრივია ერთიორად არის გაზრდილი საქართველოს ხელისუფლების ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებაში
„ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ნება იყოს ასახული.
ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მიმართ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმებს, უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივია, ერთიორად არის გაზრდილი ჩვენი ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, უნგრული მხარის მიწვევით საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.
იმედი
წყარო: imedinews.ge