
პეტერ მადიარს ბრიუსელმა 27 მოთხოვნა წაუყენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
ბრიუსელის 27 მოთხოვნა პეტერ მადიარს. ლგბტქ უფლებები, ემიგრაცია, საზღვრის კონტროლი, საგარეო პოლიტიკა, უკრაინის საკითხი - ეს იმ პირობების ნაწილია, რასაც უნგრეთის ახლად არჩეულ ლიდერს ევროკავშირი ათობით მილიარდი ევროს სანაცვლოდ უყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ბუდაპეშტს ურჩია, რომ იჩქაროს.
უნგრეთის ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, კიდევ უფრო რეზონანსული გახდა ურსულა ფონ დერ ლაიენის გეგმა ხმის მიცემის უფლების ცენტრალიზებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წევრი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან იტვირთონ მრავალმილიარდიანი სესხი მაგალითად უკრაინისთვის, იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა ამ ტიპის და ოდენობის კონტრიბუციას.
ვრცლად იხილეთ მარიამ გიგანის სიუჟეტი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge