
გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს, ყველა შეკითხვას პასუხები დასაბუთებულად გასცეს
ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს, ყველა შეკითხვას პასუხები დასაბუთებულად გასცეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტში საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინტერპელაციის ფორმატით მოსმენა ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.
„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge