მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი 2022 წლის ივნისში, მაშინ როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იყო უსამართლო. ამ უსამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გახლდათ ის, რომ ეს ის გამოყენებული იყო საქართველოში საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის მიზნებისთვის.

2022 წელს არ არსებობდა არანაირი გეოპოლიტიკური თუ პრაქტიკული საფუძველი, რაც გაამართლებდა ამ უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში.

ევროკავშირის გადაწყვეტილების უსამართლობა, მაშინვე რომ ცხადად არ გამოჩენილიყო, ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში არ გამოაქვეყნა თავისივე პროცედურებით გათვალისწინებული ანალიტიკური ანგარიში, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაფუძნებოდა. ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის დაგვიანებით, 2023 წლის 2 თებერვალს, სადაც ამ გადაწყვეტილების უსამართლობა უკვე დოკუმენტურად დადასტურდა და ყველას შეეძლო ენახა, თუ რამდენად წინ იყო უარნათქვამი საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით.

ევროპარლამენტის რეზოლუციები არის უსამართლო დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითი. 2022 წლიდან მოყოლებული, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო 10 ტენდენციური და სრულიად უსამართლო რეზოლუცია, რომლებიც სცდება საღ აზრს და ობიექტურობის მინიმალურ ნიშნულს.

პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ განცხადებაც უსამართლობაა, მაშინ როდესაც ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებს ყველასთან - ყველანაირი პოლიტიკური წყობის, მისწრაფებებისა, თუ განწყობების სახელმწიფოებთან, საქართველოსთან „გაბუტვის“ პოლიტიკა უსამართლობაა და ასევე საღ აზრს მოკლებულია, მით უმეტეს მაშინ როდესაც აცხადებ, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე შეგტკივა გული.

ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ამგვარი დამოკიდებულება წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების შეთანხმებასთან, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური დიალოგის წარმოების ვალდებულებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ამ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, კომიტეტების თუ ქვეკომიტეტების არცერთი შეხვედრა აღარ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს არასდროს განუცხადებია დიალოგზე უარი.

„უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც დავინახეთ შესაძლებლობა ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი გამოგვეყენებინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის განახლებისთვის, გულწრფელად იყო შეთავაზება, რომ სწორედ ამ საკითხებზე საქართველოსთან ჩატარებულიყო ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულიად მზად იყო ამ დიალოგის წარმოებისთვის, თუმცა ისევ და ისევ, ეს საკითხი ევროკავშირის მხრიდან გამოყენებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციისთვის.

მიუხედავად ამგვარი უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან და ე.წ. „იზოლაციის“ იმიტაციისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად.

გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ასევე უსამართლობაა, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება, ან საფუძველი და ცხადად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ნებისმიერი პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენება ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის და წნეხის შესაქმნელად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის”დირექტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის”დირექტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ

იმედი

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

იმედი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა

იმედი

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალ შენობას ააშენებს

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალ შენობას ააშენებს

იმედი