
გურამ მაჭარაშვილი: ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება
ბოკუჩავამ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვთ ნათქვამი და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებაზე.
„თუ ბოკუჩავა ამ განცხადებაში გულწრფელია, მაშინ დაგმოს მიხაილ როთის განცხადება, სადაც მიხაილ როთის გვერდზე მისი პარტიის წარმომადგენლები და თავადაც იმყოფებოდა, რომელმაც აგინა ჩვენს ეკლესიას, მოიხსენია შეურაცხმყოფლად. ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ მისულიყვნენ. ჩააბაროს ქართველებს აღსარება, რაც საჯაროდ აქვთ თქმული თვითონ და თავის პარტიელებს ეკლესიის წინააღმდეგ და მერე შეიძლება გულწრფელობაში გაჰყვეს საზოგადოება. მანამდე ვინ შეიძლება დაიჯეროს?! ასე ცდილობდა ერთხელ სალომე ზურაბიშვილი, ხან პატრიარქს აგინებდა და მეორე დილით სანთლით ხელში იყო ეკლესიაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.
იმედი
წყარო: imedinews.ge