მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო
პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

იმედი|imedinews.ge

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაუმჯობესებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, საქართველოში საჯარო სერვისების ეფექტიანობასა და მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებაზე.

„ჩვენ ვეყრდნობით ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს. ელექტრონული სერვისებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე საქართველო აქტიურად აერთიანებს ციფრულ ინოვაციებს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში – სწორედ ჩვენი 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ქმნის მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ ჩარჩოს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა თბილისში დაგეგმილი გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„საქართველო, გაეროსთან პარტნიორობით, 23-25 ივნისს მასპინძლობს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს თემაზე: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ჩართულობის და ინკლუზიურობის განვითარება“. დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისი უზრუნველყოფს აქტიურ პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობითი აზროვნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სესია ნიუ-იორკში 13-17 აპრილს იმართება. CEPA გაერო-ს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც სწავლობს და იძლევა რეკომენდაციებს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების სტრუქტურების გასაუმჯობესებლად.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

იმედი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

იმედი

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი