მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“

მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“

იმედი|imedinews.ge

უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ვის აგიჟებენ ამ თვალთმაქცობით, ამ ფარისევლობით, რომ ესენი გახდნენ დღეს ჩვენი სარწმუნოების მიმდევრები.

„ტრაგიკულია, თან ბოდიშს ვიხდი, ისეთი სიტყვებია უსამშობლო, უღმერთო, რომელიც ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ თინა ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“.

ვის ატყუებენ, რაღაც ერთობა შედგა, აქეთ თინა ბოკუჩავა, ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია. იქით გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ანუ, ვის აგიჟებენ ამ თვალთმაქცობით, ამ ფარისევლობით, რომ ესენი გახდნენ დღეს ჩვენი სარწმუნოების მიმდევრები. ამათთან ერთად გავიხსენოთ მათი თანამოაზრეები, მათი თანამებრძოლები - ბაბუცა პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური.

ეს ის აქტორები არ არიან, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიას ლანძღავდნენ საქართველოში? პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას ვინც ეწეოდა? ვინც ეთერებში ისხდნენ და რეებს საუბრობდნენ, რა კამპანიებს ატარებდნენ ეს მდიდარი „ენჯეოები“, - აღნიშნა მან.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია