
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალური სანქციებიც გამოიყენეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ იდეას, რისთვისაც ვიღებთ ამ დარტყმას
ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის უსაფრთხოებას და მსგავსი ქმედებები მას არათუ აზიანებს, არამედ აძლიერებს.
„აქ დიპლომატიას არანაირი სივრცე არ ჰქონდა. ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება. ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს. ჩვენ ვნახეთ მუქარები სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, ისიც ვნახეთ, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მომსვლია ევროკავშირის მხრიდან შეაჩერეს. ათასი სხვა მეთოდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ქართველ საზოგადოებაზე მოეხდინათ გარკვეული ზეწოლა და ესეც ერთგვარი შანტაჟის ფორმაა. თუმცა, ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს, როდესაც ვუყურებ იმ სიმტკიცეს, რაც არის საქართველოს ხელისუფლებაში, თუნდაც იმ ადამიანებში, რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნა მსგავსი ზომები. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ აზრსა და იდეას, რისთვისაც ვიღებთ ჩვენ ამ დარტყმას. ეს არის ის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პირველ რიგში, რაც ჩვენ გვადარდებს, ეს არის ჩვენს ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge