
მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
მისივე განცხადებით, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები.
"შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიას და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობას ახალი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაუვალია იმის დანახვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონს ევროკავშირისთვის. თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები. იმედი მაქვს, გარკვეულ რაციონალურ ჩარჩოებში იქნება განხილვები და უფრო რეალისტური იქნება ის მიდგომები, რომელსაც ევროკავშირი გამოიყენებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge