თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე ბლაჟევიჩი აირჩია. მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციამ ტრენერად ვინმე ბლაჟევიჩი აირჩია. მისი გააქტიურება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციამ ტრენერად ვინმე იგორ ბლაჟევიჩი აირჩია, რომელიც ოპოზიციასთან აფილირებული პერსონაა და სოციალურ ქსელში, ოპოზიციის ნარატივის აქტიური გამზიარებელია, მისი გააქტიურება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები გარედან იმართოს ნაკლებ ეფექტურად გამოიყურება.

„ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე დისკუსიები და ახალი ფიგურების გამოჩენა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები ჩიხშია შესული და მათთვის გამარჯვების ერთადერთ გზას ქუჩა წარმოადგენს, რადგან არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ!

ოპოზიციამ ტრენერად ვინმე იგორ ბლაჟევიჩი აირჩია, რომელიც ოპოზიციასთან აფილირებული პერსონაა და სოციალურ ქსელში, ოპოზიციის ნარატივის აქტიური გამზიარებელია, მისი გააქტიურება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქცენტი კვლავ გარე რესურსებსა და კონსულტანტებზე კეთდება, ვიდრე შიდა ტრანსფორმაციაზე.

თუმცა მთავარი კითხვა უცვლელი რჩება: რამდენად რეალურია რევოლუციური გეგმები დღევანდელ საქართველოში? რეალობა ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტიპის რადიკალურ ცვლილებას, იქნება ეს რევოლუცია თუ გადატრიალება, სჭირდება ორი ძირითადი წინაპირობა: ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შესაბამისი პოლიტიკური კრიზისი. ამ ეტაპზე საქართველოში არც ერთი ეს კომპონენტი არ იკვეთება. საზოგადოებრივი განწყობა სტაბილურობისკენ არის მიმართული, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ბოლო პერიოდში ოპოზიციურ სპექტრს აქტიურად აქვს მცდელობა, შიდა სისუსტეები გარე კონსულტანტების ჩართულობით გადაფაროს. ისინი აკეთებენ არა შინაარსობრივ ცვლილებას და განახლებას, არამედ დგამენ ზედაპირულ და ტექნიკურ ნაბიჯებს, რაც ვერ პასუხობს არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებს.

ოპოზიციის პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტაქტიკით ან კამპანიური მიდგომებით. საუბარია ნდობის დეფიციტზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ამომრჩევლისთვის გაუგებარია, რას სთავაზობს ოპოზიცია ქვეყნის განვითარების კუთხით, რა არის მათი მკაფიო ალტერნატივა და რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებენ ისინი საკუთარი განცხადებების შესაბამისად.

ამ ფონზე, ნებისმიერი მცდელობა, პროცესები „გარედან“ იმართოს ან დაჩქარდეს, ნაკლებად ეფექტიანად გამოიყურება. საზოგადოება უფრო მეტად აფასებს კონკრეტულ პროგრამებს, სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, ვიდრე არასტაბილურ სცენარებს.

საბოლოოდ, პოლიტიკაში შედეგს განსაზღვრავს არა კონსულტანტების ცვლილება, არამედ ნდობის აღდგენა, მკაფიო ხედვა და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება, რომელთაგან ოპოზიციას არცერთი არ გააჩნია. ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს რადიკალური სცენარების რეალიზება, მხოლოდ თეორიულ მსჯელობად დარჩება, რადგან მათ არ აქვთ ეროვნულობის განცდა და არ აქვთ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია