მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

იმედი|imedinews.ge

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის ხელისუფლება დაინტერესდება, ხომ არ იხარჯება ამ პროცესში სახელმწიფოს ფული.

„თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და წარსულის სამწუხარო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ არის ხოლმე რეალობას მოწყვეტილი ასეთი შემთხვევები, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ყველაზე დიდი ბოროტება არის სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს არა ძალადობრივი და ამავე დროს ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს ხელი აფათუროს სხვა ერის, სხვა საზოგადოების ცხოვრებაში. ამაზე დიდი ბოროტება დღესდღეობით რთულია წარმოიდგინო, ვიდრე ის, რომ ქვეყნები, ჯგუფები თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ.

მთავარი გამოწვევა დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ არის სწორედ გარე ჩარევები და ასეთი ჩარევები.

ჩეხეთში, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება სახელმწიფო დაფინანსება დგას თუ არა ამის უკან. ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად. არავის მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას. გვეყო წარსულში რაც ურიეს გარედან ჩვენი ხალხის ცხოვრება და რითაც დააზიანეს გარედან საქართველო. ყველა ზიანი, რაც კი გარედან მიგვიღია, მიგვიღია სწორედ ასეთი არამკითხე მოამბეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

იმედი

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

იმედი

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

იმედი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

იმედი