ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

იმედი|imedinews.ge

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც რადიკალები უნგრეთის მაგალითზე ილუზიებს იქმნიან.

„ვიდრე არჩევნები იქნებოდა, ორი თვით ადრე თუ არ ვცდები, კონფლიქტი იყო ორბანსა და ზელენსკის შორის. ზელენსკი დაემუქრა ორბანს. მაშინ რა გააკეთა მადიარმა? - გამოვიდა და განაცხადა: „კეთილი ინებეთ და პატივი ეცით უნგრეთს. ეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ - მინისტრია და მუქარა ჩვენთვის არის მიუღებელი“. თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვისაც ემტერებოდა და ებრძოდა, მხარი დაუჭირა. რა იქნებოდა ახლა ჩვენთან?! - შეიკრიბებოდნენ, დაიწყებოდა მეტანიები: „გეხვეწებით, ბატონო ზელენსკი, ერთი ბომბი მაინც გვესროლეთ, ეს დასაჯეთ, ვიღაცები ალბათ ლოკაციებს ჩაუგდებენ, კობახიძემ აქ გაიარა, ხვალ იქ გაივლის“... ასე იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისა და ოპოზიციის პრობლემა არის ისეთი, რომელიც ვერანაირად ვერ შეედრება თუნდაც უნგრეთის მაგალითს. ეს არის უძველესი ევროპული ქვეყანა და მისმა პოლიტიკურმა ლიდერმა ძალიან კარგად დაინახა, რომ საკუთარ ქვეყანას, ამომრჩეველს და მოსახლეობას არ უნდა ებრძოლოს“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

მისი თქმით, შეუძლებელია საქართველოს ამომრჩეველმა გაპატიოს შენი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და მხარი დაგიჭიროს. ამიტომ რადიკალურ ოპოზიციას შანსები ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვს.

„როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ მტერს და მლანძღველს და ვიცით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულია ლობისტური ხარჯები, რა თქმა უნდა მტერს ყიდულობ, როდესაც ყველა გამვლელ-გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას და ყველაფერ ქართულს დასდევ და სადაც წაეწევი იქ დაამარცხებ... ქვეყანაში, სადაც ნადიმი და პურის გატეხა საკრალურ რიტუალამდეა ასული, საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, ამ ქვეყანაში რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს და როგორ უნდა შეედარო უნგრეთის მაგალითს?!“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია