ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს

ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს

იმედი|imedinews.ge

ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, პოლიტიკურად ცხვირს წაიტეხდნენ ხოლმე. ასე იქნება ახლაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი ოპოზიციის მორიგ რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია