ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები

ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები

იმედი|imedinews.ge

ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები,- განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.

იგი ამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქართულ ოპოზიციას „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

„ცდილობენ ქართველი რადიკალები გადაამზადონ და დაატრენინგონ, თუ საუკეთესო გზებით როგორ მოაწყონ რევოლუციები და არეულობები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უკვე დატესტილი სცენარებია, ახალს ვერაფერს შესთავაზებენ ქართულ საზოგადოებას. თავისთავად, მათი მხრიდან ამ ფაქტის უკომენტაროდ დატოვება და თავდასხმის რეჟიმზე გადმოსვლა გვარწმუნებს, რომ სათქმელიც არაფერია და ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია დამარცხებული რევოლუციონერები“,- აღნიშნა წილოსანმა,

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია