ზაალ ანჯაფარიძე: ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ „სინდისის პატიმრებს, ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას

ზაალ ანჯაფარიძე: ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ „სინდისის პატიმრებს, ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს და ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ამ ტრენინგების შედეგები საზოგადოებამ უკვე იხილა შარშან რუსთაველზე და ისიც იხილა სადამდე დეგრადირდა ფსევდო - მშვიდობიანი „სამოქალაქო პროტესტი."

„როგორც ერთ საკულტო სპექტაკლშია „სახეზე გატყობთ კმაყოფილობას, ვიწყებთ მეორე განყოფილობას. „იგრძნეს კმაყოფილობა აკერმანის, მერე კანვასის ტრენინგებით და ახლა მეორე კი არა მესამე განყოფილობაზე მიდიან ამჯერად ბლაჟევიჩით. ჰო მართლა, კითხვა შესაბამის სტრუქტურებს: რომელი და ვისი თანხით ფინანსდება ეს ტრენინგები? ამ ტრენინგების შედეგები საზოგადოებამ უკვე იხილა შარშან რუსთაველზე და ისიც იხილა სადამდე დეგრადირდა ფსევდო - მშვიდობიანი"სამოქალაქო პროტესტი."

ეხლაც ასე იქნება, ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ "სინდისის პატიმრებს," ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას“, - წერს ანჯაფარიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია