ლევან მაჭავარიანი არჩევნებზე ბულგარეთში: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები. ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი

ლევან მაჭავარიანი არჩევნებზე ბულგარეთში: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები. ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებს ეხმაურება.

როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, საბოლოო ჯამში ბულგარეთმა გააკეთა თავისი არჩევანი და აირჩია პატრიოტი ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები.

„საბოლოო ჯამში გააკეთეს მათ არჩევანი, გააკეთეს პატრიოტ ადამიანზე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ერის იდენტობა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები არ ჯდება „გლობალური ძალების“, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ეს პოლიტიკოსი, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი პოლიტიკოსი. ეს ჩვეულებრივი ხელწერა არის, აქ ყველაფერი ნაცნობია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ ლიდერობს. დათვლილია ხმების 90 პროცენტზე მეტი. ამ მონაცემებით, პარტია 129 მანდატს მოიპოვებს. რუმენ რადევი, რომლის პარტიაც არჩევნებში ლიდერობს, აკრიტიკებს ევროკავშირს, ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა. ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვედ ჩატარდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია