მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

იმედი|imedinews.ge

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად, კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 89 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დაადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას საშუალებას იძლევა.

„აკაკი ალადაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი ეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები.

მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში - 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არც ერთ ფრაქციას მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.

მისი თქმით, შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.

როგორც აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს

იმედი

ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელში „ფედერალისტების“ დამატებაზე: ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება. როდესაც ამას უერთდები, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს

იმედი