გიორგი კახიანი: ჩვენ გვინდა პარტიული სივრცე და ზოგადად, პარტიული პლატფორმა საქართველოში იყოს იმდაგვარი, რომ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში

გიორგი კახიანი: ჩვენ გვინდა პარტიული სივრცე და ზოგადად, პარტიული პლატფორმა საქართველოში იყოს იმდაგვარი, რომ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გვინდა პარტიული სივრცე და ზოგადად, პარტიული პლატფორმა საქართველოში იყოს იმდაგვარი, რომ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

კახიანის თქმით, სამწუხაროდ ჩვენ გვყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, ე.წ. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, ვისაც ეს ოპოზიციური ფლანგი მთლიანად აქვს დაპყრობილი და მართლაც რეალურ, კონსტრუქციულ ჯგუფებს არ აძლევენ პოლიტიკურ ველზე შესვლის შესაძლებლობას.

„ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ქმედებებში ძალიან ბევრია არაკონსტიტუციურობის ნიშნები, რაც საფუძველია იმის, რომ ასეთი პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ბუნებრივია ჩვენ ამ გზას აუცილებლად მივმართავთ. ვიმედოვნებ, შესაბამისი შედეგიც დადგება“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება. „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალსა“ და „ლელოს“ „ფედერალისტებიც“ დაემატება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია