
ალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია
ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთოდ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, არ სცემენ კონსტიტუციას პატივს.
„ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის მკაფიოდ რომ იყოს გაგებული, თუ რასთან გვაქვს საქმე. ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია.
ჩვენ, როგორც ამ სარჩელის ავტორებს მიგვაჩნია, რომ ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიები ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანონის ძალით შექმნილი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ძალა. ეს პოლიტიკური პარტიები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციასთან. საერთოდ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, არ სცემენ კონსტიტუციას პატივს. მეტიც, მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებიან.
ვხედავთ, რომ მათი მთავარი მიზანი ყოფილა ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა, არეულობით. არა არჩევნებით, არა ქართველი ხალხის ნებით და შეჯიბრებითობის პრინციპით, არამედ, პირდაპირ ძალადობრივი გზითაც კი“, - აღნიშნა მან.
„ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება. „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალსა“ და „ლელოს“ „ფედერალისტებიც“ დაემატება.
იმედი
წყარო: imedinews.ge