
ნინო წილოსანი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელისუფლების „ნაცმოძრაობით“ შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები - იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.
დეპუტატის თქმით, რადიკალების ტრენერები იცვლებიან, თუმცა არ იცვლება საქართველოსთან დაკავშირებით მათი მიზნები.
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა ეს მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ნაცმოძრაობით შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა წილოსანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.
იმედი
წყარო: imedinews.ge