მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ
ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიის გუნდი, კიდევ ერთ მასშტაბურ კულტურულ პროექტზე - ხელოვნების მულტიპროფილური სასახლის კონცეფციაზე მუშაობს.

პროექტი, რუსთავის სამუსიკო სკოლების პედაგოგებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად წარუდგინეს.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, 5700 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა, ქალაქის 3 სამუსიკო სკოლას, 350 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზს, მუსიკალური ლიტერატურის მედიათეკას, ღია საღონისძიებო სივრცეს, ლაუნჯ ბარს, ხელოვნების რამდენიმე მიმართულებას, ერთ თანამედროვე, შშმ პირებზე ადაპტირებულ სივრცეში გააერთიანებს.

„ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ რეფორმებს სახელოვნებო განათლების და კულტურული პროექტების მიმართულებით. ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ. ძველი საბჭოთა შენობების ნაცვლად, რომლებიც ვერცერთ სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებენ, რუსთაველებს ხელოვნების მულტიპროფილური სასახლე გვექნება.

ახალი სივრცე, სულ სხვა პერსპექტივებს გაუხსნის ახალგაზრდებს. ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები, კი ისეთ გარემოში გაზრდიან თაობებს, როგორსაც დიდი ხანია იმსახურებენ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სასახლის მშენებლობა, რუსთავის მე-4 სამუსიკო სკოლის ავარიული შენობის ადგილზე იგეგმება.

რუსთავის ხელოვნების სასახლე, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ნაწილია და მის კონცეფციაზე, რუსთავის მერია, დარგის სპეციალისტებთან, რუსთავის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებთან ერთად მუშაობს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

იმედი

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

იმედი

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

იმედი

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

იმედი