მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში, ბრალდებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1994 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ზომების გატარება დაიწყეს.

დაკავებულთაგან შვიდმა პირმა, რომლებიც პირადად შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გამოკითხვის დროს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცველებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულში მონაწილე 11 პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო, რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინება და მასზე ძებნა გამოცხადდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 239-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

იმედი

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

იმედი

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

იმედი

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

იმედი