
სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
იმედი|imedinews.ge
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
საგზაო პროექტის ღირებულება 2 483 895 ლარს შეადგენს, რომლის მიხედვითაც გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 3 535 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია. პროექტში ასევე გათვალისწინებულია შიდა უბნების მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge