
საჩინოში ახალი საექიმო ამბულატორია შენდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობის აშენება, ეზოს კეთილმოწყობა და შენობის თანამედროვე სტანდარტებზე აღჭურვა. პროექტი საჩინოსა და მიმდებარე სოფლებში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტური მუშაობა გარდამტეხ როლს ასრულებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
საჩინოსა და ქალაქ ჯვარში ამბულატორიის მშენებლობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წალენჯიხაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამბულატორიების მშენებლობის პროგრამას, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ ახორციელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge