ბათუმის ცენტრალური პარკიდან უნებართვო კონსტრუქციების გატანა მიმდინარეობს

ბათუმის ცენტრალური პარკიდან უნებართვო კონსტრუქციების გატანა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვო, უსახური კონსტრუქციებისა და ჯიხურების გატანა მიმდინარეობს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატანილი კონსტრუქციები მერიის კუთვნილ სპეციალურ ტერიტორიაზე დასაწყობდება.

უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და მოწესრიგებული სივრცის შექმნას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია