აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა, - აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. „1917 წლის 25 მარტი ისტორიული დღეა - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებით, ოფიციალურად აღდგა 1811 წელს გაუქმებული ეკლესიური დამოუკიდებლობა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე.

სამწუხაროდ, ამ ისტორიულ დღეს, ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II გარეშე შევხვდით. სწორედ მისი დიდი ავტორიტეტის, ღვაწლის, ბრძოლისა და თავდადების შედეგად 1990 წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტატინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი, ტომოსი, რომელიც ცნობდა უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და მის ადგილს მსოფლიო ეკლესიათა იერარქიაში. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

სიმბოლურია ალბათ ისიც, რომ დღევანდელი დღე მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს დაემთხვა. მისი, თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მოღვაწეობა ღირსეული გაგრძელება იყო იმ ურთულესი გზისა, რომელიც მისმა წინამორბედმა კათოლიკოს-პატრიარქებმა გამოიარეს. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა“, - წერს დავით გაბაიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია