აჭარის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენენ

იმედი|imedinews.ge

წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა - კანონმდებლებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას.

სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

საკონტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მინდია დიასამიძის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს მოიცავს, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ბიურომ ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი - საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების მიერ 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების თაობაზე. დავით გაბაიძემ ბიუროს, ასევე აცნობა რომ ყველა კომიტეტს წარმოდგენილი აქვს 2026 წლის სამოქმედო გეგმები.

სხდომაზე, განისაზღვრა ,,მინისტრის საათის“ დროს პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთა თანმიმდევრობა და ცვლილება შევიდა უმაღლესი საბჭოს 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის განრიგის შესახებ ბიუროს 2026 წლის 23 თებერვლის №2 გადაწყვეტილებაში. ცვლილების თანახმად, 26 მარტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, კანონმდებლების წინაშე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე წარდგება.

საკითხები სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია