
ყვარელში მიუსაფარ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი სხვა ვეტერინარული მანიპულაციების ჩასატარებლად, მიმკედლებლებთან კოორდინაციით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს
იმედი|imedinews.ge
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს, ნაწილს კი ცოფის საწინააღმდეგო აცრა ადგილზე ჩაუტარდა.
შინაურ ცხოველებს გურჯაანის რეგიონულ თავშესაფარში გაიყვანენ, სადაც მათ საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული მანიპულაციები ჩაუტარდება, მათ შორის პროგრამა ითვალისწინებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და კასტრაცია- სტერილიზაციას. შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ ძაღლებს ეკიპაჟები იმავე ადგილზე დააბრუნებენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge