
ზუგდიდის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტრადიციულად, სააღდგომოდ, 550 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.
სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.
მერის დავით კოდუას განცხადებით, მერია წლებია ამ პროექტს ახორციელებს, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ სოციალურ მხარდაჭერას. მისი თქმით, ამ ადამიანებზე ზრუნვა მომავალშიც ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
სასაჩუქრე კალათა 16 დასახელების სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 47 454 ლარი გამოიყო.
პროდუქტების დარიგების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge