
გარდაბნის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სავალან მირზოევთან, ირაკლი შატაკიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, გარდაბანში 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთდროულად ტკივილისა და თავისუფლების სიმბოლოა.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 1989 წლის ტრაგედიისას დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ გარდამტეხი როლი შეასრულა 1991 წელს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში.
მადლობა თავისუფლებისთვის!“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge