
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სასურსათო ნობათი გადაეცემათ სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს) და მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.
„ადმინისტრაციულ ერთეულებში ნობათს მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები გადასცემენ - პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით კოორდინირებულად წარიმართება, რათა თითოეულმა ბენეფიციარმა კუთვნილი საჩუქარი დროულად მიიღოს.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სადღესასწაულო დღეებში მხარში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს პროგრამა მერიის სოციალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი, შშმ და მზრუნველობამოკლებული ადამიანების თანადგომის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge