ფოთის მერმა რაგბის გუნდი „ფოთის“ შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

ფოთის მერმა რაგბის გუნდი „ფოთის“ შემადგენლობას სეზონის წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

იმედი|imedinews.ge

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, რაგბის გუნდი „ფოთის“ წევრებს შეხვდა და მათ სეზონის განმავლობაში მიღწეული წარმატება მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„10-მატჩიანი წაუგებელი სერია, მნიშვნელოვანი გამარჯვებები და მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა - ჩვენმა მორაგბეებმა სეზონი ღირსეულად დაასრულეს. გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი მოიპოვა და „დიდ 10“-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

ჩვენი მიზანი უცვლელია - შევინარჩუნოთ სტაბილური განვითარება შესაბამისი პირობების შექმნით, დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული მორაგბეები და ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, დაიმკვიდრონ ადგილი დიდ გუნდში“- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთელმა მორაგბეებმა პირველად ითამაშეს „დიდ 10“-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე და სეზონი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია