ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მომსახურების შესრულების ვადად 8 თვე განისაზღვრა.

ბოლნისის თანამედროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი სტადიონი 4500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია